სადარბაზოების რეაბილიტაცია მთაწმინდაზე

სადარბაზოების რეაბილიტაცია მთაწმინდაზე

მთაწმინდის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.

ამჯერად, ზანდუკელის ჩიხ. N9-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყო, დაზიანებულ კიბეებს აღდგენა-განახლება ჩაუტარდა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა სადარბაზოს კარს.

პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 956 ლარი გამოიყო.

კიდევ 3 მისამართზე მიმდინარეობს სადარბაზოების რეაბილიტაცია, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება.