ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რიადისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს, რასაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან მოწონება მოჰყვა.

სოციალურ ქსელშუ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მასალის გამდიდრება არ მოხდება“, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება საუდის არაბეთს საკუთარ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების უფლებას არ მიანიჭებს.

„შეთანხმება ეხება მხოლოდ არასამხედრო გამოყენებას, როგორიც ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვებს უკვე აქვთ. ის დამტკიცდება, მაგრამ სრულად არის დამოკიდებული საუდის არაბეთის მხრიდან ძალიან პატივსაცემ და წარმატებულ აბრაამის შეთანხმებებზე მიერთებაზე“, - წერს ტრამპი.