მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ
მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და პორტის ხელმძღვანელობამ დელეგაციას მიმდინარე სამუშაოები და პორტის განვითარების სამთავრობო ხედვა წარუდგინა. აკვატორიაში სამშენებლო პროცესს ცნობილი ბელგიური კომპანია "იან დე ნული" ახორციელებს.