„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო შეჩერდა სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს, შესაძლოა, შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ავტომატურად შეჩერდა კომპანიის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს, შესაძლოა, შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
„გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ავტომატურად შეჩერდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს, შესაძლოა, შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
წყალმომარაგება სრულად აღდგება „ჯივიპის“ სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენისთანავე.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება „ჯივიპის“ სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.