შალვა პაპუაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი-მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან

შალვა პაპუაშვილი მაკრონის განცხადებაზე: ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი-მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან

ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის წუხილზე, რომ სხვა ქვეყანა მის კანონებსა თუ რეგულაციებს იწუნებს.

პაპუაშვილის თქმით, თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს.

„ახია საფრანგეთზე, რასაც დასთეს იმას მოიმკი. როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი და საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც თავს უფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები გვიკრიტიკოს, რა თქმა უნდა, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან. ასე რომ, ახლა თუ ამ დამოკიდებულებას საკუთარ თავზე გრძნობენ, დააბრალონ მხოლოდ საკუთარ თავს.

ესეც არის ნაწილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა, როდესაც ყველა ყველას საქმეში ერევა. ვეღარ განასხვავებ საქართველოში ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერია. ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება, ყველას რატომღაც ჰქონია, რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხი თუ სხვადასხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში, ყველას სიტყვა ეთქმის, ელჩის მოადგილის მძღოლსაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი. ასე, რომ თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს და პატივი არ სცეს საქართველოს სუვერენიტეტს. მიიღეს უპატივცემულობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის ის გაკვეთილი, რომელზეც იმედია რამეს ისწავლიან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, მაკრონმა აღნიშნა, რომ აშშ არ აშშ არ წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონმდებლობა.