ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში.

ჭიათუაში მიმდინარე მშენებლობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

პროექტის ფარგლებში ჭიათურაში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.