საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, სოლიდარობის თასზე, მონტენეგრო დაამარცხა
ჩინეთის ქალაქ ჰაიკოუში დაიწყო საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრება სოლიდარობის თასი. მასში საქართველოს კანდიდატთა ნაკრებიც მონაწილეობს, რომელსაც მარკო ესპოზიტო წვრთნის.
პირველ მატჩში ჩვენი გუნდი მონტენეგროს დაუპირისპირდა და ტურნირი გამარჯვებით გახსნა – 76:63.
შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს კანდიდატთა ნაკრები კიდევ ორ მატჩს გამართავს – ეთამაშება მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) და ისევ მონტენეგროს (25 ივლისს).