გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვაწითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელი იერიშების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„იემენში საბრძოლო მოქმედებების გაღრმავება ეჭვქვეშ დააყენებს მშვიდობის პერსპექტივას და უმძიმეს ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს როგორც უშუალოდ რეგიონში, ისე მის საზღვრებს გარეთ,“ - აღნიშნა გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ვითარების „დაუყოვნებლივ განმუხტვა“ მოითხოვა და „ჰუსიტებს“ - რეგიონში ირანის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს - მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი იერიშებისა და „სხვა ესკალაციური ნაბიჯებისგან“.