უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატები კასპიის ზღვის აკვატორიაში გვიან ღამით ორ გემს თავს დაესხნენ. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ორივე გემი ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის გადატანით იყო დაკავებული.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა გემებზე Port Olya და Begey. ორივე გემი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, თავდასხმის შედეგად დაზიანდნენ კატარღა „ელვა“ და ზღვაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა.