ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.

მეთორმეტედ გამართული ფესტივალი რეგიონულ თეატრებში ახალგაზრდული ბაზის გაძლიერებას დაეთმო. მაყურებელმა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული დასების საპროგრამო სპექტაკლები იხილა. მოეწყო ათდღიანი არტ-ბანაკი, სადაც მონაწილეებმა მასტერკლასები და ვორქშოფები გაიარეს.