აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.
„ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა, შესრულებული ისრაელის მითითებით, რათა ევროპა ჩაითრიონ ომში.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და საგარეო მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბარში ნათლად აღინიშნა, რომ შეუძლებელია, რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს", - წერს არაღჩი.