ბენიამინ ნეთანიაჰუ კარიმ ხანის გადაყენებას მიესალმა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მიესალმება.
„კარიმ ხანი მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ ბრალდებების გახმაურებისთანავე გააუქმა მან ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, უარი თქვა ისრაელის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საფუძვლიანად შესწავლის ვალდებულებაზე და დაიწყო ჩემი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემა. მან ეს გააკეთა, რათა ყურადღება გადაეტანა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან და ისრაელის მტრები პოლიტიკური ფარის სახით თავის გარშემო შეეკრიბა“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის თანამდებობიდან გადაყენებას. ის ქალი კოლეგის სექსუალურ შევიწროებაშია ვალდებული. ხანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.