ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ზამთრის დადგომამდე დაორგანიზდეს, შესახვედრად გვჭირდება მესამე ქვეყანა, ეს შეიძლება, აშშ იყოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ზამთრის დადგომამდე დაორგანიზდეს, შესახვედრად გვჭირდება მესამე ქვეყანა, ეს შეიძლება, აშშ იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ ყველას ესმის, რომ რუსეთი არ იმარჯვებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტრამპთან საუბრისას ერთ-ერთ საკითხად მან წამოაყენა ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიების მიღება. მისივე თქმით, სამიტის სხვა მონაწილეებთან ასევე განიხილეს უკრაინის საჭიროებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი რაოდენობის აუცილებლობა.

„ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ რუსეთი არ იმარჯვებს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ომის დასრულებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ზამთრის დაწყებამდე სურს.

„მე ვიცი, რომ პუტინმა სხვადასხვა ლიდერთან ბევრი წინადადება წამოაყენა. ვგულისხმობ, რომ მე ჩავიდე მოსკოვში. თუმცა, ჩვენ ასეთ თამაშებში არ ვმონაწილეობთ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მესამე ქვეყანა, არა რუსეთი და უკრაინა. გასაგებია, რატომაც. ეს შეიძლება იყოს შვეიცარია, თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ეს, შეიძლება, იყოს აშშ. თუმცა მე არ ვარ აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ეს გავაკეთო, მოვაწყო ეს შეხვედრა ან არა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეიძლება, აშშ იყოს ასეთი ქვეყანა. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა აშშ-ში, ალასკაზე. ეს უნდა მოხდეს ზამთრის დადგომამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა ზამთრის დადგომამდე იყოს ორგანიზებული. წინა ზამთარი საშინელი იყო ჩვენთვის და არ გვინდა, იგივე გავიაროთ. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მათაც არ ექნებათ მარტივი ზამთარი. ასე რომ, ჩემი წინადადებაა დიალოგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.