პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ადამიანით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დადგინდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ერთეულით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით“, - აღნიშნულია ბრძანებულებაში.

ამრიგად, როგორც მედია იუწყება, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 ათასი ადამიანით გაიზარდა. ახალი ბრძანებულება ძალაში 1 აგვისტოდან შევა.