კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს ტიმ უოლცს სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს.
სოციალურ ქსელ X-ში ის წერს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული მავნე იდეოლოგიის გავრცელებაში არ უნდა დაიხარჯოს.
ნენსი მეისი დაუშვებლად მიიჩნევს 4 წლის ბავშვებისთვის ტრანსგენდერული იდეოლოგიის გაცნობას და ბავშვთა დაცვის მიზნით ბრძოლის დაწყებას აანონსებს.