საფრანგეთმა სენეგალის ნაკრები დაამარცხა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მუნდიალის I ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთისა და სენეგალის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრანგების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ანგარიში 66-ე წუთზე ფრანგების ლიდერმა კილიან მბაპემ გახსნა. მატჩის 82-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
95-ე წუთზე სენეგალელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა გატანილი გოლიდან ერთ წუთში მბაპემ სენეგალელთა კარი კვლავ აიღო, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.



