ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა - დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტუსკთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. ლუბლინში ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ზელენსკის აშშ-ში ვიზიტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შეჯამება იქნება.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია პოლონეთში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ.

ივნისში პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გააუქმა გადაწყვეტილება ზელენსკისთვის პოლონეთის „თეთრი არწივის ორდენის“ მინიჭების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ უკრაინული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უპა-ს გმირების სახელობის“ საპატიო წოდების მინიჭება.