სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
შოტლანდიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა წიქორაძემ ჩემპიონობა იზეიმა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე , +115 კგ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბადრი ხატისკაცმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ბერიძე.
ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა - ბადრი ხატისკაცის, საბა გამთენაძის, ზურა წიქორაძისა და დავით აქუბარდიას შემადგენლობით - ფინალი უკრაინასთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.