საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართება
საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც დღეიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით მალტაში გაიმართება.
საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: თორნიკე ბახტურიძე, პაატა ვარდიაშვილი, ზურაბ ედიბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გუნდის კაპიტანი – ანდრო შილაკაძე. ქართველი სპორტსმენები თავიანთ უშუალო მეტოქეებთან ასპარეზობას დღეს და ხვალ გამართავენ. ჩემპიონატში ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოც.