რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის ღია ვართ და ამას არაერთხელ ვამტკიცებდით: მოლაპარაკებებს მეორე მხარე, უკრაინა ტოვებდა. ის მათ ხან ტოვებდა, ხან საკუთარ თავს უკრძალავდა მათ წარმოებას და რბილად რომ ვთქვათ, არათანმიმდევრულად იქცეოდა“, - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, თუ დასავლეთში კონსტრუქციული, სამართლიანი დიალოგის აუცილებლობა მომწიფდა, მაშინ მისი განახლების პერსპექტივებიც გაჩნდება.

თუმცა, როგორც აღნიშნა გალუზინმა, რუსეთი დასავლეთისგან კონსტრუქციულ იდეებს ჯერ ვერ ხედავს.