დონალდ ტრამპი: ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო კონტროლის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა - ეს სასაცილოა

დონალდ ტრამპი: ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო კონტროლის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა - ეს სასაცილოა

თუ კონგრესი საავიაციო მიმოსვლის მართვის სისტემის განახლებისთვის აუცილებელ დაფინანსებას დაამტკიცებს, ახალი სისტემის შექმნა სწრაფად და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია.


„თუ კონგრესი საჰაერო მოძრაობის კონტროლისთვის სასწრაფოდ საჭირო დაფინანსებას დაამტკიცებს, შევძლებთ მის სწრაფად და ეფექტიანად აშენებას. ეს იქნება საუკეთესო სისტემა მთელ მსოფლიოში. ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო კონტროლის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა - ეს სასაცილოა! მუშაობა უკვე დავიწყეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანად უნდა გაკეთდეს და არა ნაწილ-ნაწილ. კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პროცესი წლებით უკან დახია!“ - დაწერა ტრამპმა.


მანამდე, ტექნიკური გაუმართაობის გამო შეერთებულ შტატებში ათასობით რეისი გაუქმდა და გადაიდო.