დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი უახლოეს პერიოდში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო იერიშს მიიტანს
ვაშინგტონმა თეირანს კონკრეტული პირობა წაუყენა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი უახლოეს პერიოდში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო იერიშს მიიტანს.
ტრამპის თქმით, შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი, თეირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს. ირანის სახელმწიფო მედია კი წერს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლოა გადაიდოს, თუ ვაშინგტონი თეირანის მიმართ მუქარის რიტორიკას არ შეცვლის.