საფრანგეთში ქარიშხლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 53 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
საფრანგეთში ქარიშხლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, სენტ-ვიქტურნიენში ქალს ხე დაეცა და დაიღუპა. დოლომიეში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში, რომელსაც მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 53 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ასევე, უამინდობის შედეგად პარიზი-ტულუზას მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.