მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.
„ზუსტად 18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.
ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - წერს ცაჰკნა.