კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
„ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მძიმე დღეების მიუხედავად, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ რუს ტურისტებს. გავიხსენოთ ელენე ხოშტარიას, მიშა მშვილდაძის განცხადებები, როგორ მიესალმებოდნენ რუსების შემოსვლას საქართველოში,ოფიციალურად გაგზავნილი წერილებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. მაშინ არ იყო აგვისტოს ომი მსოფლიოსთვის რეზონანსული ომი, რომ აეგორებინათ რუსების წინააღმდეგ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.