„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს

„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს

„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.

”ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპარლამენტარი დოლორს მონსერატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სეუტის კრიზისი უკანონოდ შესული პირების იდენტიფიცირებისა და კრიზისის გამომწვევი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე არ დასრულდება.

ევროპარლამენტარმა ესპანეთის მთავრობა ევროპის საზღვრების დაუცველობაში დაადანაშაულა და მთავრობის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში განმარტებებისთვის მისვლა მოსთხოვა.