პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?

ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ ვერ გაიგო სწორად? ნაცარს გვაყრის თვალებში თუ რა ხდება? სად იყო თვითონ? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ? - ასე ეხმიანება პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა, გია ბარამიძის განცხადებას ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ ბარამიძის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებია.

„ურთიერდათბობისკენ მიდიოდა ჩემი ინფორმაციით საქმე და ამ დროს უკვე ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ისევ დაძაბა ჩვენს შორის[ურთიერთობა], ჩვენსა და აფხაზებს შორის.

რამდენჯერ გადათქვამს ნათქვამს მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ ვერ გაიგო სწორად? ნაცარს გვაყრის თვალებში თუ რა ხდება? სად იყო თვითონ? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?“, - განაცხადა მაიზერ გელოვანმა.

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვეტდნენ.