საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ „ფორმულას“ დირექტორმა მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა.
ცნობილია უძრავის ქონების ახალი მფლობელების ვინაობაც. ისინი არიან ანტონ პასინკოვი და იანა სლავკინა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ მიშა მშვილდაძეა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები.