ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების ტექსტს ორივე მხარის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით.

„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი პრეზიდენტების ხელმოწერებით საბოლოოდ გაფორმდა - ახლა შეთანხმების აღსრულების გამოცდის დროა“, - აცხადებს ბაღაი, რომლის სიტყვებსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ციტირებს.