სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. თბილისში, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. თბილისში, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი

დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. დედაქალაქში წვიმიანი ამინდი სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.

„დასავლეთ საქართველოში ზოგან კვლავ წვიმას ველოდებით. შავი ზღვის სანაპიროზე ნაკლებად არის მოსალოდნელი. ტემპერატურა დაბლობში იქნება 25-30 გრადუსი, მთაში 29 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან იწვიმოს. ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება. თბილისში დღესაც და უახლოესი დღეების განმავლობაშიც, ველოდებით დროგამოშვებით მცირე წვიმას“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.