საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა ტყის ხანძრების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გაჩენის ბრალდებით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
კერძოდ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის, დაკავებულებს შორის166 არასრულწლოვანია. ერთ-ერთ დაკავებულს - 23 წლის კაცს გასულ თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ ვარის დეპარტამენტში ხუთი დღის განმავლობაში განზრახ 10 ხანძრის გაჩენაში ედება ბრალი. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.