გიორგი ჯინჯოლავა – მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები „ლარნთან“ მატჩისთვის მზად არიან

გიორგი ჯინჯოლავა – მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები „ლარნთან“ მატჩისთვის მზად არიან

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გუნდის განწყობაზე ისაუბრა.

„ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშის ხარისხით არც ჩვენ ვართ კმაყოფილი. ხელოვნურ საფარზე ადრეც გვითამაშია, მაგრამ იქ განსხვავებული მოედანი იყო და ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა გვიჭირდა. ცხადია, რთულმა მგზავრობამაც თავისი როლი ითამაშა.

არ გვაინტერესებს მეტოქის ფეხბურთელების კომენტარები. კარგია, თუ ილუზია აქვთ, რომ სახლში ვერმოგებული გუნდი გასვლაზე გაიმარჯვებს, ასეთი საუბარს პასუხს მოედანზე გავცემთ.

რა თქმა უნდა, წნეხი არის, რადგან დიდი ხანია, ქართული გუნდს ამ ეტაპზე არ უთამაშია, მაგრამ არა მგონია, რომ ამან იმოქმედოს. მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები მატჩისთვის მზად არიან“.

„იბერიისა“ და „ლარნის“ საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.