სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ასადს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
სირიის სასამართლომ რუსეთში გაქცეულ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და ქვეყნის სამხრეთში, დერაას პროვინციაში პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ატეფ ნაჯიბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
სასამართლომ ასადი და ნაჯიბი ქვეყანაში სამოქალაქო ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.
კერძოდ, როგორც ტელეარხი იუწყება, დამასკოს სისხლის სამართლის სასამართლომ ასადი განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ხოლო ნაჯიბი - განზრახ მკვლელობასა და წამებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ასადის ხელისუფლების მიერ 2011 წელს დერაას პროვინციაში ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს წარმოადგენდა.