მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს
ვიცე-პრემიერმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გია ბარამიძემ ომის დანაშაული საკუთარ სამხედროებს დააბრალა.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით დიდი რისკი შეიქმნა ჰააგის სასამართლოში, სადაც გამოძიება სწორედ ომის დანაშაულებს ეხებოდა და არა იმას, თუ კონკრეტულად რომელ დღეს დაიწყო საომარი მოქმედებები.
„ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს, - განაცხადა მდინარაძემ.