პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს

პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გემების დაკავების შესახებ] პრაქტიკაზე იქნება რეალიზებული, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვუპასუხოთ შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამხედროები გემებს არა მხოლოდ იმ აკვატორიაში დააკავებენ, სადაც ევროპელები დაატყვევებენ რუსულ ხომალდებს.

„ეს მოხდება იქ, სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - დასძინა მან.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე გადაეცა. „ასეთი დავალება უკვე დიდი ხანია გაიცა თავდაცვის სამინისტროსთვის, ვიცი, რომ ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობასაც გადაეცა, გთხოვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებების შესახებ მომახსენოთ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.