რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქუჩაზე, შარტავას გამზირზე, ტროტუარების განახლება 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოხდება.
პროექტის ფარგლებში, გამზირის ორივე მხარეს, მოეწყობა ველობილიკები, გარე განათება, ახალი მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ცენტრალურ ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეს პროექტი მოაწესრიგებს საფეხმავლო ნაწილს, ასევე გაჩნდება ახალი მწვანე სივრცეები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.