აშშ-ში დააპატიმრეს არალეგალი მიგრანტი, რომელმაც ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში დააპატიმრეს არალეგალი მიგრანტი, რომელმაც ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო

სალვადორელმა არალეგალმა მიგრანტმა აშშ-ში ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო, რის შემდეგაც იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომლებმა დააკავეს.

Fox News-ის ცნობით, არიელ ანტონიო ველასკეს-მორალესმა ჯეკპოტი მასაჩუსეტსის შტატში მოხსნა, რომლის კანონმდებლობითაც მოგების მისაღებად აშშ-ის მოქალაქეობა სავალდებულო არ არის. ლატარიის ორგანიზატორებმა გამარჯვებულს პრიზი 18 ნოემბერს გადასცეს, სამი დღის შემდეგ კი სოციალურ ქსელებში ჩეკთან ერთად გადაღებული მისი ფოტო გამოაქვეყნეს.

24 ნოემბერს, დილით, პოლიციამ კაცი აღმოსავლეთ ბოსტონში, სწორედ იმ მაღაზიაში დააკავა, სადაც უცხოელმა 10 დოლარად მომგებიანი ბილეთი შეიძინა. ველასკეს-მორალესმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დაიჭირეს.

გაირკვა, რომ კაცმა აშშ-ის საზღვარი ტეხასის შტატში მახლობლად, 2013 წელს უკანონოდ გადაკვეთა. 2014 წლის აპრილში სასამართლომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა სალვადორელი ამ დრომდე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.