დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები
მოეწყო.
,,თითოეულ ახალგაზრდას ვულოცავ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდელებს!
ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო.
მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა ჩვენი ქვეყნის, ზუგდიდის და ზუგდიდელების კეთილდღეობას მოახმაროს. სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით, რომელიც ახალგაზრდებისთვის
ახალი შესაძლებლობების შექმნას და უკეთეს მომავლს უზრუნველყოფს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული ყველა რეფორმა მომავალი თაობისთის უკეთესი პირობების შექმნას ემსაურება. ჩვენ კი, ჩვენი მმართველი გუნდის ინიციატივიდან და ზუგდიდელი ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემატურად ვახორციელებთ
სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებს, რადგან ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ყოველი დღე თქვენია და თქვენით იწყება. მე კი ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი განვითარების და განათლების გზაზე. ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ზუგდიდისთვის!"-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან მიმართვისას.
სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სპორტკომპლექსის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.