აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა თავი უნდა დაანებონ მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას.
არაღჩის ფიქრობს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერით ისრაელმა ღაზის სექტორში გენოციდი მოაწყო. პარიზმა აგრეთვე ირანის წინააღმდეგ აგრესიას შეუწყო ხელი.
„საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა თავი უნდა დაანებონ მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას. ეს ფარისევლობა აშკარა და სამარცხვინოა. თქვენი მხარდაჭერით ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდისა და ირანის წინააღმდეგ აგრესიის მიმართ, თქვენ გაანადგურეთ ის მორალური უპირატესობა, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ“, - დაწერა არაღჩიმ.