საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში 60-მდე მსმენელმა მანდატურებისთვის განკუთვნილი ტრენინგი წარმატებით დაასრულა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 55-მა თანამშრომელმა სკოლებში ანტისოციალური ქცევის პრევენციის საკითხებზე სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა სკოლებში თანამედროვე კრიმინალური სუბკულტურების გავლენის შემცირებას, მოსწავლეთა ქცევასა და სოციალიზაციაზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენციას, მოზარდებში შესაბამისი რისკ-ნიშნების დროულ გამოვლენასა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს გაძლიერებას.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ტრენინგის მონაწილე მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს.
მანდატურის სამსახური აქტიურად განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მხარდამჭერი და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო.