უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, ტარდება სპეციალური ოპერაცია კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელსაც ვერხოვნა რადას ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ხელმძღვანელობენ, მათ შორის არიან ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.
"უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და ანტიკორუფციული პროკურატურა (SAP) ატარებენ სპეციალურ ოპერაციას კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოქმედებდა უკრაინის რადას ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მონაწილეობით", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას ტელეგრამზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციის თანახმად, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.