კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს

რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს, - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ამ დროისთვის გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს.

სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა საჭირო შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვალიფიციური არქეოლოგის (არქეოლოგების) ზედამხედველობით ჩატარდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რათა დროულად გატარდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.