საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო. მან შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, რითაც კონსტიტუციურ რანგში აიყვანა ჩვენი სახელმწიფოს მარადიული ფასეულობები. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა - ვიყოთ კონსტიტუციის - ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია.

კონსტიტუცია ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს არქიტექტონიკას. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს!

დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

რევაზ ნადარაია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2026 წლის 24 აგვისტო“, - აღნიშნულია განცხადებაში.