მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მთავრობას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება ნოემბერში შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე.

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ვაშინგტონმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. პასუხად, კანადის პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური საპასუხო ზომების გატარება დააანონსა. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში ვაშინგტონის ახალი პირობების გამო პროცესი ჩაიშალა, რამაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის გამძაფრება გამოიწვია.