დონალდ ტრამპი: ირანი სრულად იშლება
ირანი სრულად იშლება, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპმა აღნიშნულის შესახებ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამოცხადებამდე დაწერა, რის შესახებაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დაგეგმილ პრესკონფერენციაზე უნდა ისაუბროს და რამაც, ვაშინგტონის პროგნოზით, ირანის ეკონომიკაზე ძლიერი ზეწოლა უნდა მოახდინოს.
აღსანიშნავია, რომ ირანის ეროვნული ვალუტა რიალი დღეს დილით დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა და 2.02 მილიონი შეადგინა.