ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.

სტუმრებმა ახალგაზრდებთან საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე სტუმრებისგან პასუხები მიეღოთ.

ახალგაზრდული ბანაკის პროექტი განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.