დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რატკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, რატკლიფის ვიზიტი „სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ CIA-ს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება. მედია არ აკონკრეტებდა, ვისთან და რა საკითხზე გამართავდა შეხვედრას დაზვერვის მაღალჩინოსანი.
როგორც „აქსიოსი“ წერდა, რატკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრებოდა და სთხოვა, რუსეთზე შეტევა დროებით შეეჩერებინა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ბოლოს რუსეთს პირადად 2021 წლის ნოემბერში ეწვია.