შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, რატკლიფის ვიზიტამდე ვაშინგტონმა კიევს აცნობა, რომ მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრებოდა და სთხოვა, შეტევა დროებით შეეჩერებინა. ვისთან გამართა შეხვედრა ამერიკის დაზვერვის შეფმა, ჯერჯერობით უცნობია.