საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაემგზავრება
დღეს ღამით საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაემგზავრება.- ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
"პირველ ეტაპზე, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში ჩვენმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და შედეგად, მოლდოვაში, ა ჯგუფში უკრაინის, ავსტრიისა და ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. ბ ჯგუფში იტალია, ნორვეგია, შვეიცარია და ანდორა მოხვდნენ, ხოლო გ ჯგუფში მოლდოვა, უნგრეთი, რუმინეთი და მონტენეგრო ითამაშებენ.
ტურნირის გახსნით მატჩში, გიორგი მაისურაძის შეგირდები ავსტრიას 26 ივნისს, საქართველოს დროით 12:30 საათზე დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს, 17:45 საათზე ხორვატიას ვეთამაშებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს უკრაინასთან მატჩით (12:52) ვასრულებთ. 27 ივნისს გაიმართება მეოთხედფინალური შეხვედრაც, ხოლო 28 ივნისს ნახევარფინალები და ფინალებია ჩანიშნული.
პირველ ეტაპზე საქართველოს პირველმა მეტოქე ავსტრიამ მე-7 ადგილი დაიკავა, ხორვატია ბოლო, მე-12 ადგილზე დარჩა, ხოლო უკრაინა მაკარსკას ეტაპის გამარჯვებული გახდა.
გიორგი მაისურაძემ კიშინიოვის ეტაპისთვის შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მაკარსკის ეტაპის შემდეგ გუნდს გამოაკლდნენ ანა კაპანაძე, თამარ მანაგაძე და მარიამ ბერანძე. მათ ნაცვლად ითამაშებენ ვერა კუნდუხაშვილი, ლიკა ბჟალავა და კირა დანელია.
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას მეორე ეტაპზე კიშინიოვში (მოლდოვა)
ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია."-ნათქვამია ინფორმაციაში