გივი მიქანაძე ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე
სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.